loader

“როგორ აისახება საქართველოზე? როგორც მინიმუმ, აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება“ - ამირან სალუქვაძე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როგორ აისახება საქართველოზე? როგორც მინიმუმ, აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება“ - ამირან სალუქვაძე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ

“ყარაბაღის შესახებ, დამატებით.
ვინც თვალს ადევნებთ, იცით, რომ ყარაბაღში დღემდე განვითარებული გამწვავებების დროს, მათ შორის 2016 წელს, მკაფიო პროგნოზს ვაკეთებდი, რომ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდებოდა.
გუშინ დილით დავწერე, რომ ეს განწვავება იქნებოდა წინამორბედებზე მძაფრი და ამ გამძაფრების მალე ჩაცხრობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს.
დღე-ღამის განმავლობაში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს გუშინდელი უარყოფითი პროგნოზის სისწორეზე.
ეს არაა ადრინდელივით შეტაკებები ურთიერთშეხების ზოლთან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებებია.
მხარეები ასახელებენ მოწინააღმდეგის მხრიდან ასობით დანაკარგების შესახებ დაღუპულთა სახით და ასევე ასობით დაჭრილებზე. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, ერთი დღე-ღამისთვის ბევრია. განადგურებული ტექნიკის ვიდეო კადრები ვრცელდება.

საერთაშორისო ძალისხმევა ფაქტიურად ჯერ არ მიგრძვნია, თუ არ ჩავთვლით გარე აქტორების სატელეფონო საუბრებს.
ასეთი გამწვავებებისას, თუ პირველივე დღეს არ განხორციელდა ეფექტიანი დიპლომატიური ნაბიჯები, შემდეგ ასეთი გამწვავების გაჩერება რთულია, რადგან იქ უკვე ომია და არა უბრალოდ ორმხრივი სროლები შეხების ზოლში.
თუ ბოლო გამწვავებას გავიხსენებთ, პირველი საშიშროება, რაც შეიძლება ვიხილოთ, ესაა ეთნიკური დაპირისპირებები რუსეთში. სხვა ქვეყნებს არ ჩამოვთვლი და ნურც თქვენ განავრცობთ.
ხშირად მეკითხებიან, როგორ აისახება საქართველოზე?
ყოველთვის მომყავს ასეთი მაგალითი. როცა მეზობლის სახლი იწვის, როგორ აისახება შენს სახლზე (კორპუსში ბინაზე, მეზობელ სადარბაზოზე)? პასუხი ცხადია, ხომ?
როგორც მინიმუმ აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელ რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება.
ამავე დროს, არავინ იცის როგორ ჩაერევიან გარე ძალები. თურქეთმა განაცხადა ყოველმხრივი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთი და კუხო (ОДКБ) სომხეთის მოკავშირეები არიან. მიუხედავად ნიკოლ პაშინიანისადმი არსებული უკმაყოფილებისა, რუსეთს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება, და, შესაძლოა, მეტიც.

ესაა საკმაოდ მოკრძალებული და რბილი შეფასებები.
კოლეგებს, ასევე ფეისბუკის მომხმარებლებს მთელი სერიოზულობით მოვუწოდებ:

1. მოზომეთ ყოველი სიტყვა, რასაც დაწერთ ამ კონფლიქტის და მეზობელი ქვეყნების შესახებ. ისე, ყოველთვის არაა საჭირო აზრის დაფიქსირება.
2. ნუ განავითარებთ საქართველოსთან დაკავშირებულ სცენარებს ღია სივრცეში. როგორ ფიქრობთ, ცოდნა არ მყოფნის ასეთი სცენარების დასაწერად, თუ ფანტაზია?
არ ვწერ. თქვენც ნუ დაწერთ. ყველაფერი არაა საჯაროდ სასაუბრო.
ვისაც სურს მოსაზრებების შეჯერება, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.
ისღა დამრჩენია, იმედი გამოვთქვა, მოხერხდება მშვიდობის აღდგენა.“- წერს სალუქვაძე.