loader

“აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი“ - რა ვიცით კორონავირუსით ახლახანს გარდაცვლილი ორი პაციენტის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი“ - რა ვიცით კორონავირუსით ახლახანს გარდაცვლილი ორი პაციენტის შესახებ?

საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი"-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს.
“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”,-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ. იგი ბათუმის “რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსრდება , მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადაამანი.