loader

“სამსახურიდან მივლინებაში იმყოფებოდნენ“ - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამსახურიდან მივლინებაში იმყოფებოდნენ“ - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის გიორგი კაპანაძე და 27 წლის როინი ელბაქიძე არიან. ისინი ავჭალაში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ სწორედ ავჭალელები წერენ "ფეისბუქზე" და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში. ავტობანზე მომხდარ ავარიას ორი ავჭალელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკულად დაიღუპნენ როინი ელბაქიძე და გიორგი კაპანაძე." - წერენ ადგილობრივები.