loader

“პენსიით ვიყიდე მეორადში 47 ზომა, მაგრამ წვიმაში სულ ამიძვრა და ეს პარკები გავიკეთე“- პავლე ბაბუას სევდიანი ისტორია, რომლის დასახმარებლადაც საზოგადოება გაერთიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პენსიით ვიყიდე მეორადში 47 ზომა, მაგრამ წვიმაში სულ ამიძვრა და ეს პარკები გავიკეთე“- პავლე ბაბუას სევდიანი ისტორია, რომლის დასახმარებლადაც საზოგადოება გაერთიანდა


“მეგობრებო, ეს პავლე ბაბუა თავის საყვარელ მეგობრებთან ერთად, რომელებსაც თავის ისედაც მცირედ ლუკმას უნაწილებს.
ფეხზე პარკები რატო გაცვიაო რომ ჰკითხეს, 47 ზომა მაქვს და გადაგდებულ ფეხსაცმელებში ვერ ვპოულობო. პენსიით ვიყიდე მეორადში ალბათ დაწებებული იყო და წვიმაში სულ ამიძვრაო და ეს პარკები გავიკეთეო.
არაფერი უთხოვია… თუ ძაღლი სთვის საჭმელს მომიტანთ და ფეხსაცმელს მაშოვნინებთ ძალიან გამიხარდებაო.
ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობს.... როგორც გავარკვიეთ შენობაა მაგრამ ყველნაირი პირობების გარეშე. ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა. გთხოვთ, მეორადსაც ვიჩუქებთ. მეგობრებო, დავეხმაროთ პავლე ბაბუს, ჩვენ ეს შეგვიძლია.

გავარკვიე მისი საცხოვრებელი მისამართი და უახლოვეს მომავალში ვგეგმავთ მასთან სტუმრობას.

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების, ან წამოსვლის შეგვეხმიანეთ.
პავლე ბაბუ ცხოვრობს დიღმის მასივში, კათარზისთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობს ხშირად.“- წერს ეკატერინე თოფურია.