loader

“ბასტიბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!“ - სტუდიის დამფუძნებელი სკანდალურ ამბავს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბასტიბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!“ - სტუდიის დამფუძნებელი სკანდალურ ამბავს ავრცელებს

“კორონა ვირუსმა, ყველასთან ერთად, დააზარალა ბავშვების საყვარელი - ბასტი ბუბუც!!!
. მეათე თვეა ბავშვები ვერ დადიან სტუდიაში, საიდანაც აქვს ბასტი ბუბუს ძირითადი შემოსავალი.
. უხელფასოდ არის 60 თანამშრომელი, რომლებიც თავისი საქმის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან.
. ასევე, ბასტი ბუბუ ვერ იხდის იჯარის თანხას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში პირნათლად უხდიდა სახელმწიფო ორგანიზაცია "ახალგაზრდობის სააგენტოს" !!!
. ბევრი მიწერ-მოწერის, პირადი და ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდობის სააგენტომ, გუშინ ბასტიბუბუს მისცა ერთ კვირის ვადა, რათა დაფაროს 130 000 ლარის ოდენობის იჯარის ვალი, რომელიც კორონა ვირუსის გამო დაუგროვდა და რომლის გადახდის არანაირი ფინანსური საშუალება ბასტიბუბუს ამ ეტაპზე არ გააჩნია!!!
. ერთი კვირის შემდეგ კორონა ვირუსით დაზარალებული ბასტიბუბუს საქმე გადაეცემა სასამართლოს!!!
. ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ვითარება სასაცილოც არის და სატირელიც!!!
P.S. ნეტავ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, სასამართლო, ხალხი, რომელსაც უყვარს ბასტიბუბუ და როგორ ჩაიწერება ეს წლები ბასტიბუბუს ისტორიაში, რომელიც უკვე საქართველოს ბავშვების საყვარელი 30 წლიანი ბრენდია.
დაველოდოთ, საქმის განვითარებას. ვითვალისწინებთ ხალხის დიდ ინტერესს და ამიტომ დღეიდან ამ საქმის განვითარების ყველა დეტალი საჯარო გახდება!“- წერს ბასტი-ბუბუს დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე.