loader

"ერთს დავეძებდით, ერთიც იყო ჩვენთვის მარგალიტი" - ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთს დავეძებდით, ერთიც იყო ჩვენთვის მარგალიტი" - ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ!


მუჰამედი, მელინა და აბდულ ქერიმი - ეს პატარები გაურგაშვილების ოჯახში ნანატრი შვილები არიან. პატარებს მათი მშობლები 26 წელი ელოდებოდნენ.
ციალა მუზიკაშვილი და ანზორ გაურგაშვილი 20 წლის ასაკში დაქორწინდნენ, მშობლები კი ქორწინებიდან 26 წლის შემდეგ გახდნენ. ამბობენ, რომ ლოდინი მარტივი არ ყოფილა, თუმცა იმედი არასოდეს დაუკარგავთ.

თითქმის 25 წლის განმავლობაში ისინი ექიმიდან ექიმთან დადიოდნენ. იმედს აძლევდნენ, რომ შვილი აუცილებლად ეყოლებოდათ. თუმცა, როცა 40 წლის ასაკს გადააბიჯეს, მიხვდნენ, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა გაეჩინათ და დრო ფუჭად აღარ დაეკარგათ. ექიმის რჩევით, ისინი კიევში გაემგზავრნენ. პირველი და მეორე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ორსულობა მხოლოდ მესამე ცდაზე დადგა. ციალა მუზიკაშვილი ამბობს, რომ ყველა ურჩევდა, ეს ფულის და დროის ფუჭად ხარჯვა იყო და მესამე ცდაც უშედეგო აღმოჩნდებოდა; უნდა შეგუებოდა აზრს, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდა. თუმცა ის ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დედა აუცილებლად გახდებოდა. 4 წლის წინ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და გაურგაშვილების ოჯახში 3 ტყუპი დაიბადა.