loader

“ყარაბაღის ომი არ დამთავრდება... საქართველო არის მარგალიტი კავკასიისა - ამას შეეგუეთ, ბატონებო!“- ლელა კაკულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყარაბაღის ომი არ დამთავრდება... საქართველო არის მარგალიტი კავკასიისა - ამას შეეგუეთ, ბატონებო!“- ლელა კაკულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ...

„სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე უამრავი წინასწარმეტყველება მაქვს ჩაწერილი... ამ ომზე მე რამდენიმე თვის წინაც კიდევ ერთხელ ვიწინასწარმეტყველე, რომ ყარაბაღის ომი არ დამთავრდება, ვერ დაამთავრებენ. ბევრი სირთულე მოჰყვება ამას აზერბაიჯანისთვის, ბევრი სირთულე მოჰყვება სომხეთისთვისაც. რუსეთი ძალიან უარყოფით როლს ითამაშებს - თავის სახეს წარმოაჩენს ამ ომში.

რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს, ის სულეიმან სულთანს მაგონებს. თუმცა უარყოფითი განწყობა არ აქვს ქართველების მიმართ.

რაც მთავარია, ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი უსაფრთხო ზონაშია. საქართველოში არაფერი არ ხდება და არც მოხდება. რა ომებიც უნდა იყოს ირგვლივ, საქართველო გადარჩება!

საქართველო არის მარგალიტი კავკასიისა - ამას შეეგუეთ, ბატონებო!

ჩემს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს ― ძალიან დიდი. მოდიან ეროვნული ძალები, სიყვარულით განმსჭვალული ახალგაზრდები, მეცნიერები. საქართველო პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში.

აი ასეა, ბატონებო, და ახლა თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე ასრულდება რამე თუ წინასწარმეტყველებები, მაგასაც ვნახავთ!

წინასწარმეტყველება ყოველთვის იმარჯვებს. ამინ!!!“- აცხადებს ლელა კაკულია.