loader

"არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება, არასდროს!" – ქეთი დოლიძე ემიგრანტებს და აღშფოთებული საზოგადოება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება, არასდროს!" – ქეთი დოლიძე ემიგრანტებს და აღშფოთებული საზოგადოება


რეჟისორი ქეთი დოლიძე ათენში, მესამე პრეზიდენტის შესახვედრად მისულ ემიგრანტებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ერთ-ერთი Facebook-მომხმარებლის პოსტზე შემდეგ კომენტარს წერს:

„ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“.

მოგვიანებით პოსტის ავტორი რეჟისორის კომენტარს გამოეხმაურა:

ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები ...
შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?!
როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის?
ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო?
როგორ?!
მესირცხვილება..
ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით
#მიყვარხართემიგრანტებო
#პატივისცემათქვენსშრომასადათავდადებას