loader

ცნობილ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდასტურდა - "არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია და არც მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთახში ვი­ყა­ვით პირ­ბა­დე­ე­ბით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდასტურდა - "არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია და არც მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთახში ვი­ყა­ვით პირ­ბა­დე­ე­ბით"

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, გა­სულ ხუთ­შა­ბათს ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ქალ­ბა­ტონ­თან, რო­მელ­საც შა­ბათს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

"გა­მი­კეთ­და ტეს­ტი და სუს­ტად და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი იყო. შემ­დეგ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს, ტეს­ტი გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და უკვე "კო­ვიდ და­დე­ბი­თი" აღ­მოვ­ჩნდი. მა­ნამ­დე არ მქონ­და არა­ნაი­რი სიმპტო­მი. იმ ქალ­ბა­ტონ­თან არა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე არ მქო­ნია, არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია და არც მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთახში ვი­ყა­ვით პირ­ბა­დე­ე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მას პა­რას­კევს მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან მქო­ნია, არც მშობ­ლებ­თან, არც მე­გობ­რებ­თან. ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე გა­რეთ არ გავ­სულ­ვარ. მა­მამ მო­მი­ტა­ნა პრო­დუქ­ტე­ბი და კა­რებ­თან და­მი­ლა­გა. კვი­რა, ორ­შა­ბათს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქო­ნია, არც სამ­შა­ბათს, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რია მა­ინც გა­მო­ვი­ძა­ხე და ტეს­ტი გა­მი­კე­თეს. რო­გორც გი­თხა­რით, სუს­ტად და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა და დღეს უკვე და­დე­ბი­თი“, - განაცხადა ნო­დი­კო ტატიშვილმა.