loader

"სამწუხაროდ, ვერ ავირიდე, ჩემამდეც მოაღწია" - თბილისის რომელ სკოლაში მუშაობს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, ვერ ავირიდე, ჩემამდეც მოაღწია" - თბილისის რომელ სკოლაში მუშაობს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

პედაგოგს, რომელიც დიდ დიღომში, 186-ე სკოლაში ინგლისურს ასწავლის, კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო! მოხდა ის, რისი რისკიც არსებობდა, კოვიდ 19-მა ჩემამდეც მოაღწია. სამწუხაროდ, ვერ ავირიდე. თავს ცოტა სუსტად ვგრძნობ, მაქვს სიცხე 37.5. სხვა გამოკვეთილი სიმპტომები არ მაქვს. ინფექციურ საავადმყოფოში მაწვენენ და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან გაფრთხილდეთ და დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, არ მოადუნოთ ყურადღება. იმედია, მაპატიებთ, რომ ჩემდაუნებურად თქვენი ღალატი გამომივიდა, დისკომფორტი შეგიქმენით ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს და მიგატოვეთ დროებით, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება." - წერს დარეჯან გურასაშვილი.