loader

რომელი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ინფიცირდებიან კოვიდ 19-ით ყველაზე იშვიათად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ინფიცირდებიან კოვიდ 19-ით ყველაზე იშვიათად

ადა­მი­ა­ნის სის­ხლის ჯგუ­ფი და სხვა გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, შე­საძ­ლოა, გან­სა­ზღვრავ­დეს იმას, თუ რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად, ან რთუ­ლად გა­და­ი­ტანს COVID-19-ს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“, ევ­რო­პელ მკვლე­ვარ­თა კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მკვლე­ვა­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს თუ რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში COVID-19 უფრო რთუ­ლად, ხოლო ზო­გი­ერ­თში მსუ­ბუ­ქად.

კვლე­ვა The New England Journal of Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. კვლე­ვის თა­ნახ­მად A ჯგუ­ფის (მე­ო­რე ჯგუ­ფი) სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბის უფრო მეტი რის­კის ქვეშ, მათ უვი­თარ­დე­ბათ უფრო მწვა­ვე სიმპტო­მე­ბი და და­ა­ვა­დე­ბა უფრო რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ევ­რო­პა­ში ეპი­დე­მი­ის პი­კის დროს მკვლე­ვა­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს 4 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტის გე­ნე­ბი იმის­თვის, რომ ეპო­ვათ, რა იყო კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის სა­ერ­თო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კუ­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ.

ნორ­ვე­გი­ელ­მა, გერ­მა­ნელ­მა და ბრი­ტა­ნელ­მა მვლე­ვა­რებ­მა იპო­ვეს კავ­ში­რი COVID-19-ის სიმ­ძი­მე­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის სის­ხლის ჯგუფს შო­რის.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, რის­კი იმი­სა, რომ COVID-19 მწვა­ვე ფორ­მას მი­ი­ღებს, 45%-ით მა­ღა­ლია იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც A ჯგუ­ფის (მე­ო­რე ჯგუ­ფი) სის­ხლი აქვთ, სხვა ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, გარ­და O ჯგუ­ფი­სა (პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი).

O ჯგუ­ფის (პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი) სის­ხლი მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი კი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რის­კის ქვეშ არი­ან. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ამ ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში 35%-ით ნაკ­ლე­ბია შან­სი იმი­სა, რომ ვირუ­სი გამ­წვავ­დეს (სხვა ჯგუ­ფე­ბის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით).

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ეს კვლე­ვა და­ეხ­მა­რე­ბათ, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რად უკე­თე­სად შე­ის­წავ­ლონ COVID-19 და მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდეს წი­ნას­წარ გან­სა­სა­ზღვრად, თუ რო­მელ ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მან მწვა­ვე ფორ­მა.

შე­ნიშ­ვნა: გა­ნას­ხვა­ვე­ბენ სის­ხლის 4 მთა­ვა­რი ჯგუფს: A, B, AB და O. მათი შე­სა­ბა­მი­სო­ბა ციფ­რებ­თან ასე­თია:

O - პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი

A - მე­ო­რე ჯგუ­ფი

B - მე­სა­მე ჯგუ­ფი

AB - მე­ო­თხე ჯგუ­ფი.

თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი შე­იძ­ლე­ბა იყოს ან RhD პო­ზი­ტი­უ­რი, ან RhD ნე­გა­ტი­უ­რი.
კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვა­ნია და მის სამ­კურ­ნა­ლოდ არ არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტი და არც ვაქ­ცი­ნა. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 8.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 455 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4.5 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.
წყარო: ამბები.გე