loader

"ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი" - კოვიდინფიცირებული პაციენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი" - კოვიდინფიცირებული პაციენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

კოვიდინფიცირებული პაციენტი გიორგი გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"გამარჯობა! 11 დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112-ში. ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი თუმცა ამაოდ...

იტალიას რომ დავემსგავსებით, მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო, ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული იკიდებთ! იმოქმედეთ, თორემ გვიანდება!!! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა, რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია პაპები და ნუ აგვიანებთ გთხოვთ!!" - წერს გიორგი გოდერძიშვილი.