loader

კოვიდინფიცირებული მამუკა ხაზარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - "ცუდად გავხდი, ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოვიდინფიცირებული მამუკა ხაზარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - "ცუდად გავხდი, ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია"

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადავიდა. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, სიმპტომების გაუარესების გამო, მკურნალობის კლინიკაში გაგრძელების გადაწყვტილება ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი საავადმყოფოში.

პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია.

“ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია - უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ", - წერს მამუკა ხაზარაძე.