loader

"ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ "კოვიდის" გამო, რომლისაც არ გჯერათ" - იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ "კოვიდის" გამო, რომლისაც არ გჯერათ" - იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი პაციენტებს მოუწოდებს, წესები დაიცვან და თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან.

"პაციენტებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან და დაემორჩილონ წ ე ს ე ბ ს !!! ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ “კოვიდის” გამო, რომლისაც არ გჯერათ. თუ კარგად ვერ გააცნობიერებთ, რაც ხდება და წესებს არ დაემორჩილებით, ჩვენს პერსონალს რისკს შეუქმნით. განგიმარტავთ გასაგებად: თუ ექიმი და ექთანი ავად გახდება, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებით... რჩევის სახით გეტყვით, მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტს, ჟანგიან ლურსმნებს და თუ მაინც მოგიწიათ ჩვენთან ვიზიტი, გაგებით შეხვდით წინააღმდეგობებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას!" - ნათქვამია პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.