კოვიდინფიცირებული მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - რას ამბობენ "ლელოს" პრესსამსახურში?
11:05 / 26-10-2020
„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, - განმარტავენ "ლელოს" პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.