loader

"ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაკლი... ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში" - რაში ადანაშაულებს ეკა ტიკარაძე საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაკლი... ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში" - რაში ადანაშაულებს ეკა ტიკარაძე საზოგადოებას

იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვინაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდე გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვითარებაა ცხელების ცენტრში, ვინაიდან ადამიანი წერდა, რომ „ვიდრე ამბავი არ ატეხა“, მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამბის ატეხვა“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლია.