loader

სოციალურ ქსელში მთაწმინდაზე გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - "გამისკდა გული, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ ქსელში მთაწმინდაზე გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - "გამისკდა გული, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს"

ეს კადრები მთაწმინდის პარკშია გადაღებული. ქალი, რომელიც ახალშობილ ბავშვებს უცნაური მეთოდით ავარჯიშებს, ქეთევან მერაბიშვილია. მის მიერ დანერგილ ე.წ. მაუგლის მეთოდებს არაერთი მედიკოსის აღშფოთება მოჰყვა.


საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გამისკდა გული!

ვინმე ქეთი "ექიმი" 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად, რომ უჩივლონ!
ამ ჯგუფში სპეციალურად გავწევრიანდი, იქნებ მოვახერხო და მისი გურუს გავლენა შევარყიო დედების თვალში, მაგრამ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, უბრალოდ მაინც ვცდი...

პ.ს. გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრუნეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში!.." - წერს ექიმი.