loader

ახალი მილიარდერი საქართველოდან - ვინ არის მიხეილ ლომთაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი მილიარდერი საქართველოდან - ვინ არის მიხეილ ლომთაძე?

მსოფლიოს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ჰყავს. Forbes-ის ინფორმაციით, ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები - ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ.

Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია განსაკუთრებულად წარმატებული პანდემიის პერიოდში გახდა. ამ დროის განმავლობაში მოგებამ 286 მლნ დოლარი შეადგინა.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება $2 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება კი - $2.5 მილიარდად.

მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

ის ბიზნესსაქმიანობით საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა, 2008 წლიდან კი ყაზახურ ბანკს - „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.