loader

“ყველაზე მძიმე ოთხი დღე დგება დათო ლიკლიკაძისთვის“ - რას წერს ვახო სანაია ლიკლიკაძის შესახებ, რომელიც საპასუხოდ “მდაბიო წრეებისთვის“ განკუთვნილ პოსტად შეფასდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველაზე მძიმე ოთხი დღე დგება დათო ლიკლიკაძისთვის“ - რას წერს ვახო სანაია ლიკლიკაძის შესახებ, რომელიც საპასუხოდ “მდაბიო წრეებისთვის“ განკუთვნილ პოსტად შეფასდა

“ყველაზე მძიმე ოთხი დღე დგება დათო ლიკლიკაძისთვის. ერთი პატარა შეცდომა და დამთავრდა რუდუნებით ნაშენები მდიდრული ცხოვრება. აკვირდება, აკვირდება, არაფერი გამორჩეს - ვაი და შეიცვალა ხელისუფლება, ხომ უნდა ამტკიცოს, რომ რეჟიმს ებრძოდა. ვაი და დარჩა ოცნება, ხომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასდროს დაუშვებდა ოპოზიციის გამარჯვებას. ახლა ყველაზე მეტად სრული უძრაობა აწყობს, ეს 4 დღეც და სამშვიდობოსაა. ჯერ არასდროს შემცდარა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად...“- წერს ვახო სანაია დათო ლიკლიკაძეზე, რომელსაც ჟურნალისტის მხრიდან საპასუხო კომენტარი მოჰყვა.

“დიახ მე ყურადღებით ვაკვირდები საარჩევნო პროცესებს და ამ დრომდე დუმილს ვინარჩუნებ. ეს დუმილი არც კომფორმიზმია და არც შემგუებლობა, ეს არის დიპლომატია, რომელიც მდაბიო წრეებში „ქუთაისურ აფერისტობად“ არის აღქმული. არადა თქვენ რომ აფერისტობას ეძახით ის 21-ე საუკუნეში დიპლომატიაა, იცით ის ზოგს აქვს, ზოგს არა. მე მაქვს!
მიუხედავად იმისა რომ მე მივესალმები გამარჯვებულ ძალას, ასევე მხარში ვუდგევარ დამარცხებულებსაც. ეს ჩემი სამშობლოა, მე ყველასი ვარ! არც აქეთ ვარ, არც იქეთ. „შუაკაცი ვარ უბრალოდ, არც მიწისა ვარ, არც ცისა“. ისე საქმე საქმეზე თუ მიდგება უფრო ცისა ვარ.“- პასუხობს სააიას ლიკლიკაძე.