loader

“მოერიდეთ ხილს, დექსამეტაზონი არ არის რეკომენდირებული“- 9 “ოქროს“ წესი მათთვის, ვინც კოვიდ 19-ს სახლის პირობებში ებრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოერიდეთ ხილს, დექსამეტაზონი არ არის რეკომენდირებული“- 9 “ოქროს“ წესი მათთვის, ვინც კოვიდ 19-ს სახლის პირობებში ებრძვის

“რასაც ვწერ, ეხება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე ან სიმპტომების გარეშე მიმდინარე კოვიდ 19 დაავადებულ პაციენტებს.
თუ თქვენ ხართ კოვიდ 19 ით ინფიცირებული, არ გაქვთ ჩივილები ან მსუბუქად გამოხატული სიმტომები:
1. გაიზომეთ დღეში 3 ჯერ ტემპერატურა. თუ გაქვთ 37-38 ზე სხეულის ტემპერატურა, მიიღეთ ჩვეულებრივი პარაცეტამოლი. (დალიეთ ბევრი სითხე) თუ ტემპერატურა 4 დღის შემდეგაც მაღალია 38 და ზემოთ, საჭიროა დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობა. აქ კი ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. უმეტეს შემთხვევაში დროულად ანტიბიოტიკის მიღება ხელს უშლის ფილტვების ანთების(პნევმონიის) განვითარებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ინფექციის დადასტურებისთანავე უნდა დაწყოთ ანტიბიოტიკის მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში როგორც ზემოთ მივუთითე და ისიც ექიმის მიერ რეკომენდირებული ანტიბიოტიკი.
2. ისევ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე 2 დან 3 ლიტრამდე დღეში.
3.იმოძრავეთ ბევრი, ეს არ ნიშნავს რომ ფიტნესკლუბში უნდა იაროთ და გადაჭარბებულად დაიტვირთოთ. მოძრაობა საჭიროა თრომბოზის პროფილაქტიკასათვის. თრომბოემბოლია უდევს საფუძვლად კოვიდ 19 ის მძიმე ფორმით მიმდინარეობას
3. ავსტრიელ პაციენტს ურჩევენ პულსოოქსიმეტრი გაიკეთოს რომ ჟანგბადის სატურაცია შემოწმდეს. თუ ეს საქართველოს პირობებში არარეალურია ამაზე ნუ ინერვიულებთ. მარტივად მიეცით საშუალება ფილტვს "იმუშაოს", გაბერეთ საათში ერთხელ ბუშტი, ამასც თავისი წესი აქვს, კერძოდ შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირით და ჩაბერეთ პირით, არავითარ შემთხვევაში ბუტში ჩანაბერი ჰაერი არ შეისუნთქოთ. თუ გრძნობთ ოდნავ ჰარეის უკმარისობას. არ დაწვეთ საწოლში ზურგზე, ნახევრად წამომჯდარ მდგომარეობაში გაჩერდით.
რაც შეეხება ჟანგბადის მიწოდებას, აქაც ზომიერებაა საჭირო , მაქსიმუმ 1 l/h ამ რეჟიმით დასაშვებია, რასაკვირველია თუ ამის საჭიროება არის.
4. დიაბეტიანები განსკუთრებით ერიდონ ჭარბი რაოდენობით ხილის მიღებას. შაქრიანი დაიბეტის მქონე პაციენტებში კოვიდ 19 ინფექციით აღინიშნება სისხლში შაქრის მაჩვენებლის მატება. ასე რომ დამატებითი დატვირთვა ამ შემთხვევაში ართულებს პროცესს.
5. დექსამეტაზონი და კოვიდ 19-სას, არ არის რეკომენდირებული, იწვევს ინფეაციური დაავადების მიმდინარეობის გართულებას. აჩვენებს პარადოქსულ ეფექტს. გამოიყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობისას!
6.თუ თქვენ გაქვთ თანდართული ფაღარათი , ეს იმას ნიშნავს რომ კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ელექტროლიტებიც, კლინიკის პირობებში ამის შევსება შესაბამისი გადასხმებით არის შესაძლებელი. სახლის პირობებში მარტივად, მცირე რაოდენობით მარილი გახსენით 1 ჭიკა წყალში(ნახევარი ჩაის კოვზი) და დალიეთ, ესეც მხოლოდ ერთხელ!
7. გაანიავეთ ხშირად ოთახი
8 აწარმოეთ დღიური სადაც ჩაინიშნავთ თქვენს ჩივილებს , ეს დაგეხმარებთ რომ თავად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და პანიკაში არ ჩავარდეთ. ასევე ექიმს უკეთ მიაწვდით ინფორმაციას.
9. შეძლებისდაგვარად იყავით კავშირზე ოჯახის ექიმთან.
არ შეგეშინდეთ კოვიდ 19-ი არ არის სასიკვდილო განაჩენი.
ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას და არ დაიკავებთ კლინიკაში იმ პაციენტების ადგილს ვისაც ის ნამდვილად ჭირდება.
აქვე სპეციალურად შევეცადე დამეწერა ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, რომ ტექსტი გასაგები იყოს ყველასათვის.“