loader

“3 დღეა ჩემი სიცხიანი თანამშრომელი ქუჩაშია სანახევროდ, არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა, ტესტი დადებითია“- ვიკა ბუკია სკანდალურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“3 დღეა ჩემი სიცხიანი თანამშრომელი ქუჩაშია სანახევროდ, არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა, ტესტი დადებითია“- ვიკა ბუკია სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

“გაოგნებული ვარ. ახლა გავიგე, რომ 3 დღეა ჩემი სიცხიანი (გემო და ყნოსვა თავიდანვე დაკარგა) თანამშრომელი თურმე ქუჩაშია სანახევროდ და სახლში გვიანობამდე ვერ შედის. ყავს მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები. არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა; უყვება ამ ყველაფერს 112-ს და ეუბნებიან ვერ მოვალოთო. როგორც იქნა დღეს გაიკეთა ტესტი და ცხადია დადებითია. და ახლა გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდის დადასტურებული სტატუსით და გვეუბნება აღარ ვიცი რა გავაკეთოო. ქუჩაში ვარ და ვიყინებიო.
აი, ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ძალიან კმაყოფილ გახარიას, რომელმაც წინა კვირას გამოგვიცხადა - მე რომ იზოლაციაში წავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებსო.
ბატონო გიორგი, ნუ წახვალთ იზოლაციაში, მაგრამ სხვები მაინც გაუშვით.“- წერს ვიკა ბუკია.