loader

"შოკირებული ვარ, გულში ცეცხლი მინთია" - ვინ არიან გორთან საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკირებული ვარ, გულში ცეცხლი მინთია" - ვინ არიან გორთან საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილები

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ტრა­ი­ლე­რი გა­ჩე­რე­ბულ მიკ­როავ­ტო­ბუსს და­ე­ჯა­ხა.

მათი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრა­ი­ლე­რის მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა და ავა­რი­აც ამან გა­მო­იწ­ვია.

"ალ­ბათ, ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი იყო თურ­ქი მძღო­ლი, სხვა­ნა­ი­რად არ არ­სე­ბობს, აქ ავა­რია მო­გი­ვი­დეს. ეტყო­ბა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. ჩა­ე­ძი­ნა იმას და რომ მო­ვი­და აზ­რზე, უკვე გვი­ან იყო..." - ამ­ბობს "მთა­ვარ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თვითმხილ­ვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავა­რია გვი­ან ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 10-მა მგზავ­რმა კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. თბი­ლი­სი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მოძ­რავ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა.

"პალიტრავიდეომ" გარდაცვლილების ვინაობა გაარკვია: ილია გაწერელია, ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, ომარ ჯიქია, გოგა ჯალაღონია.

ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი "ფეისბუკში" წერს: "არც კი ვიცი, რა დავწერო. შოკირებული ვარ, გულში ცეცხლი მინთია! მიკროავტობუსს "გაჩერებულს", რომელსაც ტრაილერი შეეჯახა, ჩემი ახლობლები ემსხვერპლნენ! სიტყვებს ვერ ვუყრი ერთმანეთს,  იმდენად შოკში ვარ. საქართველოსთვის დაუღალავი მებრძოლი ბიჭები. რატომ, უფალო. მარადიული ხსოვნა.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს." - წერს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი.