ქართველი ექიმების მიერ შესრულებული ვალსი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ჩვენი წინაპრები ომში სიმღერითა და ცეკვით მიდიოდნენ"
სასწრაფოს ექიმების - მაია ქურდაძის და თამთა ლაშხიას მიერ შესრულებული ვალსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ჩვენი მტრის და კორონასი იყოს "გედის სიმღერა"... ესაა " გედების ცეკვა"... ისტორიულად ომში ჩვენი წინაპრები სიმღერითა და ცეკვით მიდიოდნენ, საკუთარი თავის, ოჯახის გასამხნევებლად, სამშობლოს სადიდებლად. ჩვენ, სასწრაფოელებს, აგვისტოს ომი გამოგვივლია, დემონსტრაციები, დარბევები, კატასტროფები, სტიქიები... ახლაც ომში ვართ... მხოლოდ უხილავ მტერთან. მეტი შემართება, გამხნევება, პოზიტიური დამოკიდებულება და მომავლის იმედი გვმართებს... რასაც ვცდილობთ, რომ შევძლოთ უაღრესად მძიმე პერიოდში (1 წუთი მაინც თუნდაც ცეკვით). მყარი ჯანმრთელობა, სულის მხნეობა და ბედნიერი მომავალი მისურვებია მთელი გულით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - წერს მაია ქურდაძე სოციალურ ქსელში.