loader

“არის ცუდად, 40 სიცხით, ვერაა კომუნიკაბელური და ადეკვატური“ - კოვიდსასტუმროში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკაში არ გადაჰყავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არის ცუდად, 40 სიცხით, ვერაა კომუნიკაბელური და ადეკვატური“ - კოვიდსასტუმროში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკაში არ გადაჰყავთ

“ყურადღებით წაიკითხეთ!
ჩემს მულს კოვიდი დაუდასტურდა კვირას, გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, 5 დღეა აქვს სიცხე 40, ექიმთან (ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი) დარეკვა შეუძლია შიდა ნომერზე. თვითონ იზომავს სიცხეს და სვამს პარაცეტამოლს. ბოლო დღეები ვეუბნებით, რომ მოითხოვოს კლინიკაში გადაყვანა, რეაგირება არაა. ვრეკავთ ცხელ ხაზებზე, 144 გვაძლევს ტურიზმის სააგენტოს ნომერს, რომელზეც არ ირეკება, ასევე გვეუბნება, რომ სასტუმროზე მიმაგრებულმა ჯანდაცვის წარმომადგენელმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო, რომ პაციენტმა უნდა უთხრას და გამოაძახებინოს. პაციენტი არის ცუდად, 40 სიცხით, ვერაა კომუნიკაბელური და ადეკვატური. ვეძებთ სასტუმროს ნომერს, ვრეკავთ ადმინისტრაციაში და პასუხი ფაქტობრივად არაა. ვრეკავთ 112-ზე, რომ გამოვიძახოთ სასწრაფო (მანდ დარეკვას რა ძალისხმევა უნდა, კი იცით). 112 გვეუბნება სტანდარტულ პასუხს, რომ პაციენტმა უნდა უთხრას ჯანდაცვის წარმომადგენელ ექიმს და იმან გამოიძახოს. ვუხსნი, რომ პაციენტი ძლივს ლაპარაკობს და სასტუმროს მისამართიც კი ძლივს გვითხრა. მეუბნებიან, რომ მათ რომ დააფიქსირონ გამოძახება, შეიძლება სასწრაფო ხვალ საღამომდე და ზეგ დილამდეც კი ვერ მივიდნენ.
რა გავაკეთოთ, უკვე ვეღარც ვხვდებით. თანაც გუშინ განმეორებითი ტესტი გაუკეთეს და პასუხს ელოდებიან, გაუგებარია, რატომ.
ამავე დროს მულიშვილი სიმპტომების გარეშე წევს ბავშვთა კლინიკაში, უკეთებენ გადასხმებს, ასმევენ მედიკამენტებს (როგორც ინფორმაცია გვაქვს).
საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რა უნდა სჭირდეს კოვიდინფიცირებულს რომ სასტუმროდან კლინიკაში გადაიყვანოთ?
დავარედაქტირებ, განერვიულებულს გამომრჩა. სასწრაფო რომ გამოიძახა, ისე წაიყვანეს, სახლში არ შევიდნენ, იქ იმყოფებოდა მისი 13 წლის შვილი. კლინიკაში გაუკეთეს ტესტი, დადასტურების მერე უთხრა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობს და სავარაუდოდ, ისიც ინფიცირებული იქნებოდა, რეაგირება ნული. სანამ არ ავწიე 112 და 144, ბავშვზე საერთოდ არ უფიქრიათ. მეორე დღეს მივიდნენ და გადაიყვანეს ბავშვთაში.“- წერს ნიო დათაშვილი.