loader

"საავადმყოფოდან ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა, უცებ გაურთულდა" - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც დღეს კოორნავირუსით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საავადმყოფოდან ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა, უცებ გაურთულდა" - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც დღეს კოორნავირუსით გარდაიცვალა

სამწუხაროდ, დღეს კორონავირუსს ემსხვერპლა 15 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ეს გოგონა სკოლა "ქორალის" მოსწავლე ქეთი კობერიძეა. სოციალურ ქსელში მისი მასწავლებლები საჯაროდ გამოეხმაურნენ ამ ფაქტს:

ხათო ბადირეიშვილი:
"გული საშინლაად მრტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად, გული მეწვის. ამ ფოტოებისა შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება.
ქეთა, ჩემო ლამაზო, თბილო, თვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო, ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩემსმის.
"
მასწიკო" - რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ეხლა შენს "მასწიკოს" ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება.
შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს - ვუსამძიმრებ მათ, ყველას ძალიან უჭირს დღეს შენს გამო.

ანა კინწურაშვილი:
"ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად.
ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო... უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა..
ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად... დაიცავით ეს ოხერი წესები, დაიცავით".

ნათია ფურცელაძე:
"სამყარო გააუფერულე შენი წასვლით, ქეთი".


როგორც ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის მასწავლებელმა ხათო ბადირეიშვილმა თქვა, გარდაცვალების მიზეზი გულის უეცარი გაჩერება იყო.

ხათო ბადირეიშვილი:
- როდესაც საავადმყოფოში მოხვდა, ონლაინ გაკვეთილებსაც ესწრებოდა. შემდეგ უცებ გაურთულდა, გული გაუჩერდა,
რის გამოც ტვინმა მოასწრო გათიშვა. გული აუმუშავეს და რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული, უიმედოდ... მიზეზი არავინ იცის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არანაირი თანმდევი დავადება არ ჰქონია.

წყარო: "მშობლები"