loader

"ვი­ღაც სიკ­ვდილს ებ­რძვის და ვი­ღაც გაბ­მუ­ლად კი­ვის, სრულ კოშ­მარ­ში ვარ და თან მრცხვე­ნია, თან მე­ში­ნია" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვი­ღაც სიკ­ვდილს ებ­რძვის და ვი­ღაც გაბ­მუ­ლად კი­ვის, სრულ კოშ­მარ­ში ვარ და თან მრცხვე­ნია, თან მე­ში­ნია" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი


კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი კა­ტე­რი­ნა მი­ქე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აღ­წერს:

"დღე მე­თორ­მე­ტე. უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ. ად­გი­ლი არ არის და ვერ ღე­ბუ­ლო­ბენ. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია გა­რეთ, პა­ცი­ენ­ტის პატ­რო­ნი ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, კლი­ნი­კის ექი­მე­ბი გი­ჟე­ბი­ვით დარ­ბი­ან, გა­უ­ტა­ნეს ჟანგბა­დი და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში ასუნ­თქე­ბენ. ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნია სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მუ­და­რა, დე­რე­ფან­ში მა­ინც შე­იყ­ვა­ნეთ და გა­და­მირ­ჩი­ნე­თო.

ხან მგო­ნია, რომ სიზ­მარ­ში ვარ. პირ­ვე­ლი ეტა­პის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ა­რი­გეს და მე­ო­რე ეტა­პის პა­ცი­ენ­ტებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ვერ აწ­ვე­ნენ.

სა­შინ­ლად მძი­მე დღე­შია მედ­პერ­სო­ნა­ლი, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან. ვწვე­ბი და ბა­ლიშს ვი­ფა­რებ სა­ხე­ზე, მსუ­ბუ­ქი პნევ­მო­ნია მაქვს და სტა­ბი­ლუ­რი ვარ. გა­იდ­ლა­ი­ნით ჯერ არ მე­კუთ­ვნის კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბა.

ჩემ­გან 10 ნა­ბი­ჯში, სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში, ვი­ღაც სიკ­ვდილს ებ­რძვის და ვი­ღაც გაბ­მუ­ლად კი­ვის. სრულ კოშ­მარ­ში ვარ და თან მრცხვე­ნია, თან მე­ში­ნია" - წერს პა­ცი­ენ­ტი.