loader

დაუჯერებელი კადრები - მაშველებმა ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში მოყოლილი 3 წლის გოგონა გადაარჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუჯერებელი კადრები - მაშველებმა ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში მოყოლილი 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისათვის, თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.