loader

"მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით... ისინი იქნებიან სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადებულები და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც" - ხატია სიჭინავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით... ისინი იქნებიან სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადებულები და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც" - ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს: "ის, ვინც ცხვირპირ აკრული და სახლში გამომწყვდეულია, თავისთავად გახდება მოწყვლადი ნებისმიერი ჰაერში მფრინავი ვირუსისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები, იმუნიტეტის წყალობით ვერც ვამჩნევთ და ვერც გვერევა! ამის შემდეგ ამ იმუნიტეტდაკარგული ადამიანებისთვის გარემო სამყაროც და ჩვენც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით, რადგან ისინი იქნებიან სტერილიზებული იმ სამყაროსთვის, რომელშიც იცხოვრებენ. ისინი იქნებიან სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადებულები და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც. შესაბამისად ადვილად გაქრება დედამიწიდან სუსტი ადამიანების მილიარდობით წარმომადგენელი. 

მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე მსოფლიო მასშტაბით ბევრი ნამდვილი და არა გაყიდული ან არაკომპეტენტური ექიმი ღაღადებს, ბევრს სიამოვნებს ნეგატივით გაჟღენთილი საინფორმაციო ომი, რომელიც მალე გადაიზრდება პოლიციური რეჟიმის ამოქმედებასა და ჯანმრთელი ადამიანების ხელოვნურად დასნებოვნებაში. მათ, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ესეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. სწორედ ამას მიგვანიშნებდა, მიწები გაამაგრეთო, პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ ♥️ თქვენ მიხვდით  გვიან, მაგრამ მაინც" - წერს ხატია სიჭინავა.