loader

"თქვენ მომკალით, დედი, მამი... მიშველეთ" - გოგონას, რომელიც გუშინ კოვიდინფიცირებული დედ-მამის გადარჩენას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ მომკალით, დედი, მამი... მიშველეთ" - გოგონას, რომელიც გუშინ კოვიდინფიცირებული დედ-მამის გადარჩენას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

გუშინ სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძე წერდა, რომ მისი ორივე მშობელი კოვიდინფიცირებულია და მათ გადარჩენას ითხოვდა.

"ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის. ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში. გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით. მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია. 2 დღეა და არაფერია! 1505 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.

დედა,  დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! "ბომონდში' თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა. გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს "უნიქალმედში!" იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში ,თავისი ხარჯებით!" - წერდა მარი კაკაურიძე.

სამწუხაროდ, მისი მშობლების გადარჩენა ვერ მოხერხდა. მან მოგვიანებით დაწერა, რომ მისი ორივე მშობელი გარდაიცვალა.
"თქვენ მომკალით, დეედიიი, მამიიი, მიკო რო არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ" - წერს მარი კაკაურიძე.