loader

"არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, იტყუება ენმ-ის ლიდერი?" - ზურაბ ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, იტყუება ენმ-ის ლიდერი?" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე "რუსთავი 2"-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო "რუსთავი 2"-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.