loader

“ვაისის დამოკიდებულება შეცვლებთან ხომ საერთოდ ამოუხსნელი თემაა“ - რას აკრიტიკებს პარლამენტის წევრი საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაისის დამოკიდებულება შეცვლებთან ხომ საერთოდ ამოუხსნელი თემაა“ - რას აკრიტიკებს პარლამენტის წევრი საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ?

“შარშანვე ვიცოდით, რომ მაკედონია/კოსოვოს წყვილში გამარჯვებულთან მოგვიწევდა გასვლისთვის თამაში და ისიც ვიცოდით, რომ პოტენციურად (წმინდა ფეხბურთელების კრებსითი კლასით) ორივე გვჯობდა. ამაზე მოწმობდა მათი თამაშის ხარისხიც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ნაჩვენები შედეგებიც (ორივე თავის ჯგუფში ჯიგრულ მე-3 ადგილზე გავიდა). ჩვენი იმედი იყო: 1) შინ თამაში და მაყურებლის ენერგეტიკა; 2) ჩაკვეტაძე / კვარაცხელიას კარგი სათამაშო ფორმა; 3) სათამაშო დისციპლინა და მწვრთნელის მიერ ტაქტიკური დუელის მოგება მეტოქის მწვრთნელთან...

პანდემიამ პირველი და მეორე ფაქტორები გააქარწყლა (ზედ დაერთო ჩაკვეს ტრავმა). მწვრთნელმა იცოდა, რომ თუ გავუშვებდით, საპასუხოს გამტანი არ ვიყავით და ტაქტიკა ააგო გოლის არგაშვებაზე და იქნებ (სასწაულებრივად) იქეთ გატანაზე (ბოლო-ბოლო პენალტებამდე მიღწევაზე)... ოღონდ მაგ ტაქტიკით უკვე ორჯერ ეთამაშა მაკედონიას ამ შემოდგომაზე და ის ლაზარევსკი მართლა შტერი ხომ არ არის, არ გაეშიფრა და გამოეყენებინა. პირველი ტაიმი გვეთამაშა სტანდარტულად, მეორეში გამოგვიჭირა და შეგვიგდო... იმათ ჰყავდათ პანდევი (და არა მარტო ის), ჩვენ - მიახლოებულიც კი არავინ... ჩვენ საპასუხო შტურმის რესურსი რომ არ გვაქვს, ეგ არახალია. ვაისის დამოკიდებულება შეცვლებთან ხომ საერთოდ ამოუხსნელი თემაა (ამაზე კიდევ ბევერჯერ გაილანძღება).

მარტო სათამაშო დისციპლინა და ჯიგარი (რასაც ბიჭებს ვერ დავუკარგავთ) არ გვეყო! მაყურებლიან, ხვიჩიან, ჩაკვეიან ნაკრებს შეიძლება ჰყოფნოდა კიდეც, მაგრამ ამ მოცემულობაში არ გვეყო... უფრო ძლიერები არიან! უფრო ძლიერთან მოგებაც შეიძლება, რაღაც ფაქტორები თუ დაემთხვევა (ცოტა გამართლებაც საჭიროა, როგორც მაკედონიას პენალტი დაუდეს სკოპიეში), მაგრამ არ დაემთხვა...
ესაა რაცაა! თავს ზემოთ ვერ ავხტით!
შემდეგზე უნდა ავხტეთ!.. ან კლასით გავიზარდოთ და დამსახურებულად მოვიგოთ...“ - წერს გიორგი მოსიძე.