loader

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ვფიცავ თამარის წინაშე, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე", - ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამოძიებას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ "ობიექტური" გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ "გამარჯვებას". ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა", - წერს რამიშვილი.