loader

"ჩამოდი მიშა, ჩამოეთრიე... სიამოვნებით გამოგჭამენ ხორხს! გაგასამართლებენ ლინჩის წესით" - ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოდი მიშა, ჩამოეთრიე... სიამოვნებით გამოგჭამენ ხორხს! გაგასამართლებენ ლინჩის წესით" - ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩამოდი, მიშა, ჩამოდი! ჩამოეთრიე და შენი თვალით ნახე რა შარში ხარ! ბარამიძის ღრიალს მოვკარი ყური. ისეთი ერთგულებით და სიყვარულით მოგიხმობდა, ისე გიმტკიცებდა ძმობას, ეგრევე ზურა გამახსენდა. ოღონდ, მკვდარი. იმასაც მასე უმტკიცებდა მადლიერებას, როცა გაკიოდა, გაზით გაიგუდაო... და, იცი, რა ვიფიქრე?! მაგრად ეზიზღები ბარამიძეს! ჰო, იმ დღიდან ეზიზღები, ზურა რომ მოკალი. მერე კი გადაიბირე, იმავე დილას, იმავე დილის 4 საათზე. აი, ავარიაში რომ მოყევი და მკვდარ ზურასთან არ მიუშვი... ჯერ ჩემთან მოდიო, რომ უთხარი. გიამ ხომ კარგად იცის, რატომაც არ მიუშვი იქ მანამ, სანამ ნარდს, საფერფლეს, კონიაკს და სხვა "მტკიცებულებებს" არ დაალაგებდნენ!" - წერს ხათუნა ხოფერია.