loader

"რა თავზარდამცემი ინფორმაციაა, კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის მუსიკოსი და მისი მეუღლე" - თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა თავზარდამცემი ინფორმაციაა, კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის მუსიკოსი და მისი მეუღლე" - თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე", - ამის შესახებ ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოცილურ ქსელში წერს.

მისი თქმითვე, საფრთხე რეალურია და საზოგადოება თავს უნდა გაუფრთხილდეს.

"რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი. მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას. თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!საფრთხე რეალურია", - წერს თამარ ივერი.