loader

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ახალი მოთხოვნა აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ახალი მოთხოვნა აქვს

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს, „ინტერპრესნიუსს“ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს უგზავნის. ზურაბაშვილი სააგენტოსთვის მიწერილ წერილში პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„საზოგადოებას ვთხოვ და მოვუწოდებ, უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ციხიდან გამომიყვანონ, რათა ერთად მივაღწიოთ მიზანს.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვთხოვ პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შემხვდეს და საშუალება მომცეს, გავესაუბრო", - წერს "ინტერპრესნიუსისთვის" მიწერილ წერილში ზურაბაშვილი.