X
“შეგნებულად არ შევატყობინეთ ახლობლებს“ - მაია ნიკოლეიშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
22:36 / 26-11-2020
"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო: მორწმუნე მართლმადიდებელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ნიკოლეიშვილი-უბრალოდ, მამაჩემი.
გაგანია კომუნისტების დროს, თვითონ პარტიის წევრი, მასწავლიდა, ძილის წინ ყოველთვის თქვიო: "დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სასთუმალს დამეფინება".
დღეს უკანასკნელ მიწიერ გზაზე გავაცილეთ. მის სულს გრძელი გზა აქვს გასავლელი. . .
შეგნებულად არ შევატყობინეთ ახლობლებს. ვინც მაინც გაიგო, ვთხოვე, არ მოსულიყვნენ, ხალხის შეკრებით ადამიანის დასნებოვნების ცოდვას ვერ დავიდებდით კისერზე, ერთი პატარა სანთელი დაუნთეთ-მეთქი, სახლში. ამაზე დიდი მადლი მამასთვის რა იქნება!
...აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მამას მეგობარი, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც მოვიდა დაკრძალვაზე, გარეთ, მოშორებით დავდგები, ძმაკაცი იყო ჩემიო! რამდენი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცეს ერთად ამ ბოლო წლებში! ახლა, იაპონიაში, კონფერენციაზე გაუგზავნიათ ერთობლივი, სტატია. ხუთშაბათს დაიბეჭდებაო, ბატონმა ელგუჯამ, მოგაწვდიო. როგორ უხაროდათ ყველა ახალი ნაშრომი! მამა ამ სტატიას ვეღარ წაიკითხავს. . .
ვერც ასავალ-დასავალს წაიკითხავს შემდეგ ორშაბათს, რომლის ყველა ნომერს ელოდა და ბოლომდე კითხულობდა ორშაბათსვე, დიალიზის დროს...
გაანათლე, უფალო, მამაჩემის სული . . ." - წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს