X
“ალტერნატიული “ცხელი ხაზი“, 4000 პირბადე, 1100 სადეზინფექციო ხსნარი“ - კოვიდინფიცირებულები უფასო დახმარების მიღებას შეძლებენ
22:55 / 26-11-2020
“არა, არ გვიწერია გადაშენება
ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით
მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:
•4000 პირბადე
•1100 სადეზინფექციო ხსნარი
• 114 სამედიცინო კომბინიზონი
• 3000 ხელთათმანი
150- ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება.
27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელს ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ.
40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24 საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე” და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას.
უკვე მოგროვდა 30- მდე მოხალისე მძღოლი.

ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მწტად უჭირს.
ეს მხოლოდ დასაწყისია!
2 დღის წინ დავიწყე მარტომ ეს ამბავი და რასაც ფოტოზე ხედავთ, სულ 5 ადამიანის დახმარებითაა შეძენილ/მოგროვებული. ათასები რომ ჩავერთთვებით, მერე რეებს დავატრიალებთ ხვდებით ალბათ.
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით.
თუ ეს პოსტი ბევრ ადამიანამდე მივა, კიდევ მეტი ჩაერთვება და კიდევ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაზე გაჭირვებულებს და დახმარებასაც უსწრაფესად შევძლებთ.
Gvantsa Pertia-ს მიწერეთ თუ რამით დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ ან იქით შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ“ - წერს გიგა მაქარაშვილი.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს