loader

"ხელისუფლების წევრების ხელფასი შემცირდეს 1000 ლარამდე; თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ" - ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლების წევრების ხელფასი შემცირდეს 1000 ლარამდე; თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ" - ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივა

ჟურნალისტი, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი მომდევნო 6 თვის განმავლობაში 1000 ლარამდე შემცირდეს.

"გამოვდივარ მოთხოვნით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის, ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100-ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები. P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე", - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.