loader

"ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ... ათას რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო" - ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ... ათას რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო" - ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მამას იხსენებს:

"26 წელია ვცდილობ, 26 ნოემბერი გახდეს ჩვეულებრივი დღე... გუშინაც, გადაცემის მისალმების ჩაწერისას ათასჯერ გავხსენი ტექსტი და ვერ ჩავწერე 26 ნოემბერი, ახლაც ცარიელია... არადა ყოველთვის წამყვანის ტექსტი სტანდარტულია: დღე, რიცხვი და მერე, რაც გულს მოესურვება. ყველაზე არასტანდარტული მამა მყავდა და ამიტომ მეპატიება არასტანდარტული მისალმებაც. ათას რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო, მაგრამ 26 წელია ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ... ალბათ, შენ მაცოცხლებ მა, როგორც მაჩუქე ეს სიცოცხლე... არ ვიცი, ყველაფერზე პასუხი შენ იცოდი ხოლმე სხვებზე ზუსტად და ახლაც ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო და დავრჩე იმ ბავშვად, რომელსაც მაგრად აკოცე და სამუდამოდ დაემშვიდობე... მიყვარხარ".