გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს - "გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე სისტემატურად უთვალთვალებდა ჟურნალისტს"
16:54 / 27-11-2020
პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი. ბრალი დაუმძიმდა ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.