loader

უახლესი ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.