loader

"ბოდიშს ვიხდით დანაპირების შეუსრულებლობისათვის" - "გირჩი" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიშს ვიხდით დანაპირების შეუსრულებლობისათვის" - "გირჩი" განცხადებას ავრცელებს

"გირ­ჩი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნებს შო­რის "ტეს­ლას" მანქანე­ბის გა­თა­მა­შე­ბას გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა, მათი გან­მარ­ტე­ბით, თან­ხის მი­ღე­ბა ბო­ი­კო­ტის იდე­ას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის, ამი­ტომ "პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნებს" ბო­დიშს უხ­დი­ან.

"ქართული ოცნების" საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, "გირჩს" ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული. ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება. ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა "ტესლას" ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.