"ამაში ბოიკოტს ეგრევე გავცვლიდი" - რომელი რეფორმის განხორციელების შემთხვევაში შევა "გირჩი" პარლამენტში?
"მე და "გირჩსაც" პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. და თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი? მე ეგრევე გავცვლიდი", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ zoom-ის მეშვეობით მხარდამჭერებთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.