როგორია კოვიდინფიცირებული კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია
11:13 / 01-12-2020
კახი კავსაძის ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინიფიცირებული კახი კავსაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.