"ჩემი ეს განცხადება გამოიწვევს გაღიზიანებას, მაგრამ..." - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს
16:58 / 01-12-2020
"საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე. უცხოეთში ასეულობით და ათასობით ადამიანი კვდებოდა და კვდება ბინაზე. გინახავთ კადრები, როცა სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოჰყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში" - განუცხადა მედიკოსმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს".