X
“მოფერება ხომ მოვასწარი ისე, როგორც მინდოდა... იქნებ ცოტა შემსუბუქდეს ტკივილი“ - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა
19:57 / 01-12-2020
“სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუება.

ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ... ის ყველაფერიც უნდა მახსოვდეს, რაც აქამდე იყო, სულ უნდა ვიფიქრო დაუსრულებლად, მოფერება ხომ მოვასწარი ისე, როგორც მინდოდა, იქნებ ასე ცოტა შემსუბუქდეს ტკივილი, ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც დასასრული... მე კიდევ ბევრს გეტყვი, ისევ იქნება ჩვენი მამაშვილური საუბრები, ისევ მოგიყვები ყველაფერს, ისევ გთხოვ რჩევას, ისევ გკითხავ აზრს, ოღონდ ამის შემდეგ შენ მხოლოდ მომისმენ მამა, ვეღარ მიპასუხებ, მე კი მაინც გავიგონებ შენ ხმას, რომელიც სულ ჩემთან დარჩება... მიყვარხარ უსასრულოდ, შეხვედრამდე...

პანაშვიდი: 2 დეკემბერს 16:00 საათიდან
დაკრძალვა: 3 დეკემბერს 14:00 საათზე

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 6, მაცხოვრის ამაღლების ტაძარი“- წერს ნინო სურგულაძე.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?