loader

“ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“ - ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“ - ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ადასტურებს ინფორმაციას კლინიკაში 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ. სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა. უნგიაძის ინფორმაციით ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

„ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“, – გააცხადა ექიმმა “ბათუმელებთან“ საუბარში. მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1, 2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.