loader

"ეს წარმოადგენს საგანგაშო სიგნალს" - ლევან რატიან ასახელებს მიზეზს, როდის უნდა განხორციელდეს პაცენტის კლინიკაში გადაყვანა და 3 უმარტივესი რჩევა მათ, ვინც სახლში მკურნალობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს წარმოადგენს საგანგაშო სიგნალს" - ლევან რატიან ასახელებს მიზეზს, როდის უნდა განხორციელდეს პაცენტის კლინიკაში გადაყვანა და 3 უმარტივესი რჩევა მათ, ვინც სახლში მკურნალობს


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია:

“ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-აღნიშნავს ლევან რატიანი.

რაც შეეხება რჩევებს იმ კოვიდინფიცირებულებისთვის, ვინც სახლში გადის მკურნალობას:

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.

მესამე - მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის”, - აღნიშნა რატიანმა.