loader

"პატრულმა იტირა, გაგიჟდა, გეფიცები" - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ მარკეტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრულმა იტირა, გაგიჟდა, გეფიცები" - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ მარკეტში

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსიდან ვიგებთ, 24 წლის გოგომ ერთ-ერთ  სუპერმარკეტში "სგუშონი" მოიპარა, რომელსაც 4 შვილი ჰყავს და პანდემიის გამო უმუშევარი  დარჩა.

როგორმე მაპოვნინეთ 24 წლის დედა ზაჰესში? ეგებ რამე იცით?

„გუშინ დედამ შვილისთვის მოიპარა სგუშონი „ზღაპარში“ და ამ ნაძირლებმა პატრულს გამოუძახეს. ერთი ამბავი ავტეხე. პატრულმა იტირა, გეფიცები. სულ დედა აგინეს ხალხმა. ფული შევაგროვეთ და სავსე ნობათი გავატანეთ, 24 წლის გოგო იყო. სამსახურიდან გამოუშვეს პანდემიის გამო. პატრული გაგიჟდა, ჩასვა და წაიყვანა ზედა ზაჰესში. აი, 4 დღე ბავშვი სუხარზე და ჩაიზე მყავსო. ქმარი დაეღუპა, სამხედრო იყო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია... ამასაც გავატარებთ...“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ბახა „ფეისბუქში“ წერს ამ ისტორიას.