loader

“სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ“ - აშშ-ში მოღვაწე ქართელი ექიმის სკანდალური “წინასწარმეტყველება“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ“ - აშშ-ში მოღვაწე ქართელი ექიმის სკანდალური “წინასწარმეტყველება“

“ბევრი შემთხვევაა როდესაც ერთ ოჯახში რამოდენიმე ოჯახის წევრია გარდაცვლილი კორონავირუსით ან ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის.
ბევრი იტყვის რომ ნუ გვაპანიკებ და ათასგვარ სისულელეს, ბევრი იტყვის რომ ამერიკასავით ცუდად მაინც არ ვართ და კიდევ ერთხელ გამოაშკარავებს საკუთარ სიბეცეს... უთხარით ეგ იმ ადამიანებს რომელთაც უახლოესი ადამიანები დაეღუპათ.
ჩემი აზრით ამ ადამიანთა ოჯახის წევრები უნდა მიიწვიონ ტელევიზიებმა რათა მათ გაუზიარონ რეალობა საზოგადოების იმ შეუგნებელ ნაწილს რომელსაც ურჩევნია სირაქლემის პოზაში ყოფნა და ალტერნატიურ რეალობაში ცხვორება.
ასაუბრეთ ის ხალხი, თუ როგორ მძიმეა ამ რეალობაში არსებობა, თუ რას გადიან, თუ როგორ შეეცვალათ ცხოვრება.
სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ.“ - წერს ბექა ბახტაძე.